შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაურ სვანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1986 წელს. 1976–1980 წწ. თამაშობდა ქუთაისის "ტორპედოში". 1981–1989 წწ. იყო თბილისის "დინამოს" რიგებში, სადაც საკავშირო ჩემპიონატების 245 შეხვედრა ჩაატარა და 8 ბურთი გაიტანა. თბილისელთა მაისურით მან საკავშირო თასის გათამაშების 24 მატჩი ითამაშა (1 გოლი), ხოლო საერთაშორისო შეხვედრების ფარგლებში 67-ჯერ გამოვიდა მოედანზე (4 გოლი), აქედან 17 შეხვედრა – ევროპის ქვეყნების საკლუბო გუნდების ტურნირებში. 1990 წლიდან "დინამოდან" წასვლის შემდეგ შვედური საფეხბურთო კლუბების — "ჰოლმსუნდის" (1990), "უმეოს" (1991), 1991–1992 წწ. "მუუთაალას", ხოლო 1993–1995 წწ. "ელივორე მალმბერგეტსის" შემადგენლობაში. 2017 წლის 29 დეკემბერს თბილისი "დინამოს" მეორე მწვრთნელად დაინიშნა, 2018 წლის 11 ნოემბრიდან თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. არის ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981). წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.418; archive.ph; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.121 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |