Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოჩა სვანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის საავტომობილო-საგზაო ფაკულტეტი 1984 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობა 1994 წელს, თბილისის იურდიული ინსტიტუტი 2000 წელს. 1984-1987წწ. იყო საქართველოს კომპარტიის ცკ საქმეთა მმართველობის ავტობაზის მორიგე ინჟინერ-ტექნიკოსი; 1987-1990წწ. საქართველოს საგზაო სამინისტროს მე-11 საგზაო-სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინერი, ექსპლუატაციის უფროსი მოვალეობის შემსრულებელი; 1990-1992წწ. ეწეოდა ბიზნეს-საქმიანობას; 1993-1995წწ. იყო საქართველოს შსს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ლაბორატორიის თანამშრომელი; 1996-2002წწ. მუშაობდა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში "კორძაძე, სვანიძე, ოქრუაშვილი" (შემდგომში სპს "კორძაძე, სვანიძე და ადვოკატები"); 2002-2003წწ. ამხანაგობაში "კორძაძე, სვანიძე და ადვოკატები"; 2003 წლიდან იყო კომანდიტური საზოგადოება საადვოკატო ბიუროს "სვანიძე და პარტნიორები" ხელმძღვანელი პარტნიორი. არის საჯარო სამართლის იურდიული პირის "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" აღმასრულებელი საბჭოს წევრი; ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამფუძნებელი; საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი; საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი. GIPA ლექტორი – სამართლის საფუძვლები (2014 ), გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში დაცვის ხელოვნების ლექტორი (2015-2016). ცნობილი მორაგბე, საზოგადო მოღვაწე, წარმატებული იურისტი, სპორტის ოსტატი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.419; საადვოკატო ბიუროს "სვანიძე და პარტნიორების" ვებგვერდი: svanidzelawyers.com; alfg.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |