შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როსტომ მუსხელიშვილი![]()
ბიოგრაფიაგენერალი, საქართველოს სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის უფროსი. მას ეკუთვნოდა 1922 წლის დუშეთის მაზრის აჯანყების გეგმა, რომელიც წითელი არმიის მთიულეთში შეტყუებას და იქ სრულ განადგურებას ისახავდა მიზნად. ეს გეგმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის, შალვა ფავლენიშვილის და ლაშქარაშვილის რაზმებს უნდა აესრულებინათ. იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის მიერ შექმნილი "სამხედრო ცენტრის“ წევრი. 1923 წლის 20 მაისს ჩეკამ დააპატიმრა და დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრთან ერთად დახვრიტა გამოძიება-გასამართლების გარეშე. წყარო: AT. "ვაკის პარკში" დახვრეტილი ქართველი მებრძოლები - 1923 წლის 20 მაისი: https://at.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |