შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1948 წელს. 1950-1957წწ. მუშაობდა ქ. ონის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ და ონის რკინაბეტონის ხიდის მშენებლობის ინჟინრად; 1957 წლიდან იყო საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს ენერგეტიკისა და მთავარი მექანიკოსის განყოფილების უფროსი; 1970-1972წწ. მუშაბდა საქართველოს კომუნალური მეურნეობის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსად; 1972 წლიდან კი საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს საბინაო მეურნეობის მთავარი სამმართველოს უფროსად; 1993 წლიდან მუშაობდა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს საბინაო კომუნალური მეურნეობისა და ტექნიკური ინვენტარიზაციის სამმართველოს უფროსად; იყო სპორტის ოსტატი სპორტულ ტანვარჯიშში და 1950 წლამდე იყო საქართველოს ტანმოვარჯიშეთა ნაკრების წევრი; 1948-1957წწ. მუშაობდა ტანმოვარჯიშეთა გუნდის მწვრთნელად. მიღებულლი აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.745 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |