The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ჯაყელი

ლევან ჯაყელი
დაბადების თარიღი:1928
გარდაცვ. თარიღი:1993  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1949 წელს.

1960-1966წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტში", მუშაობდა "გუმათჰესის" დაპროექტებაზე; 1963-1966წწ. "ენგურჰესის" მუშაპროექტისა და მუშანახაზების შედგენაზე; 1966-1972წწ. მდ. ენგურის გამოყენების სქემისა და "ენგურჰესის" სათავე ნაგებობების პროექტის მთავარ ინჟინრად; 1972-1981წწ. "ენგურჰესის" მშეენებლობაზე თაღოვანი კაშხლის მუშა პროექტირების ჯგუფის და განყოფილების ხელმძღვანელად; 1981 წლიდან იყო საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტის" ჰიდროტექნიკური განყოფილების უფროსი და ამავე ინსტიტუტის მთავარი ინჟინრის მოადგილე.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.746

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: