The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ ჯაყელი

ოთარ ჯაყელი
Date of birth:16 February, 1920
Date of death:1987  (at 66 years)
Category:Architect, Educator

Biography

დაამთავრა ქ. ბრიუსელის კოლეჯი, მოგვიანებით არქიტექტურისა და გამოყენებითი ხელოვნების უმაღლესი ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1939 წელს.

იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; მსახურობდა საფრანგეთის "უცხოურ ლეგიონში" მოხალისედ; ომის შემდეგ მუშაობდა ჟორჟ ლამრისა და მარიო კნოუგრის საპროექტო ბიუროებში; 1948 წლიდან ხელმძღვანელობდა საკუთარ არქიტექტურულ ბიუროს; გასული საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისიდან სათავეში ედგა ასევე საკუთარ არქიტექტურულ-სამშენებლო ბიუროს აფრიკაში; იყო პარიზის მთავარი არქიტექტორის მოადგილე; გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ქ. პარიზის მთავარი არქიტექტორი; 1967 წლიდან, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში", არქიტექტორ შალვა დავითაშვილის სახელოსნოში; პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე; საფრანგეთში, ბელგიასა და კონგოში (ახლანდელი ზაირის რესპუბლიკა) დააპროექტა და ააშენა: საცხოვრებელი სახლები და კომპლექსები (ბრიუსელსა და ბელგიის სხვა ქალაქებში), ისტორიისა და მხარეთმცოდნეობის ეროვნული მუზეუმი (პარიზში), ორლის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (ალანსონში), ლიცეუმები და სასწავლო ცენტრები (სენტ-ილერში, აგრანსა და პარიზში), აეროდრომი, სკოლები, საავადმყოფოები (ბელგიურ კონგოში), აქვე გახსნა აგურის წარმოება, სადურგლო სახელოსნო, დაასაქმა ადგილობრივი მოსახლეობა (ასწავლიდა წერა-კითხვას, ანგარიშს, სამუშაოს წარმოებას); საქართველოში დაბრუნების შემდეგ ხელმძღვანელობდა დასასვენებელი და სამკურნალო კომპლექსების (ბიჭვინთასა და გაგრაში), გუდაურის ცნობილი სასტუმრო "მარკო პოლოს", ბაკურიანის გენგეგმის, ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის, საცხოვრებელი სახლების (თბილისში, ბორჯომში და საქართველოს ბევრ სხვა ქალაქში) დაპროექტებასა და მშენებლობას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.746-747


Share: