The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ ჯახუტაშვილი

ნოდარ ჯახუტაშვილი
Date of birth:15 September, 1929
Date of death:September, 2004  (at 74 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დვაბზუ, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი თბომომარაგებისა და ვენტილაციის სპეციალობით 1953 წელს.

მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სპეციალური და სამონტაჟო სამუშაოების მთავარი სამმართველოს "საქმთავარმონტაჟსპეცმშენის" სამონტაჟო ტრესტ "საქსანტექმონტაჟში" მთავარ ინჟინრად, თბილისის სამონტაჟო სამმართველო "სანტექმონტაჟის" უფროსად, სანტექნაკეთობათა ქარხნის მთავარ ინჟინრად, დირექტორად; მონაწილეობდა რუსთავის მეტალურგიული, აზოტის, ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნების, ჭიათურის მარგანეცისა და გორის ბამბეულის კომბინატების, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს, სპორტის სასახლის, კიბერნეტიკის ინსტიტუტის, გაერთიანება "მიონის", აბრეშუმის საქსოვი ფაბრიკის, სამრეწველო ბაზების და სხვა ობიექტების სანტექნიკური სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.747

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: