შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ჯაჯანიძე![]()
ბიოგრაფიათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა წარჩინებულ სტუდენტებთან ერთად, სასწავლებლად გაიგზავნა გერმანიაში ქ. ჰანოვერში 1920 წელს; დაამთავრა ბერლინის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სპეციალობით 1930 წელს. მუშაობდა გერმანიაში, ავტომატურად მართვად "ვალჰენზეჰესსა" და "შვარცბაჰტალშპრეესშლუსზე" სტაჟიორად; 1930-1936წწ. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დაინიშნა "აწჰესის" მშენებლობაზე მთავარ ინჟინრად, მშენებლობის უფროსის მოადგილედ; 1936 წელს დაინიშნა "ხრამჰეს-I"-ის მშენებლობის მთავარ ინჟინრად; 1937 წელს იყო რეპრესირებული; 1956 წელს რეაბილიტირებულ იქნა სსრკ მთავრობის დადგენილებით; გამოცემულია მისი რამდენიმე სამეცნიერო გამოკვლევა და მონოგრაფია, რომლების ენერგეტიკული მშენებლობის სფეროში მნიშვნელოვანია. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.747
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |