შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლოვარდ ჯვარშეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი რკინიგზის სატრანსპორტო ნაგებობების მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს სისტემაში; იყო N1 სამშენებლო სამმართველოს მშენებელი ოსტატი, უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი, სამშენებლო უბნისა და სამმართველოს რკინიგზის სამმართველოს კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსი; ხელმძღვანელობდა თბილისში, საგარეჯოსა და რუსთავში საცხოვრებელი სახლების, თბილისში რკინაბეტონის ქარხნის, "თბილისი-გურჯაანის" მონაკვეთზე ელექტრიფიკაციის ხაზის მშენებლობას; მონაწილეობდა "მარაბდა-ახალქალაქის" ახალი რკინიგზის ხაზის, თბილისის სამგზავრო ვაგზლის შენობის, ბორჯომის სამგზავრო ვაგზლის, "შორაპან-ძირულასა" და "მარელისი-ხარაგაულის" გადასარბენის, მდ. ნატანებსა და მდ. ხრამზე - სარკინიგზო ხიდების, მდ. ძირულაზე ორლიანდაგიანი ხიდის მშენებლობაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.748
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |