Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ ჯიბუტი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსის სამმართველოში ინჟინრად; მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 და N7 სამშენებლო ტრესტების სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე, აფხაზეთში სამშენებლო უბნისა და სამმართველოს უფროსად; 1955-1958წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს განყოფილების გამგე, მშენებლობის მინისტრის მოადგილე; მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N15 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილედ; ხელმძღვანელობდა სოხუმის ცნობილი ფუნიკულიორის, მ. გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი შენობის, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის, საკავშირო და რესპუბლიკური ტურისტული ბაზების, დასასვენებელი სახლების, რკინაბეტონის კონსტრუქციების ქარხნის, სახლსაშენი კომბინატის, საცხოვრებელი სახლებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობას თბილისში; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.749 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |