The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ თარხანოვი

Date of birth:1879
Date of death:15 June, 1938  (at 59 years)
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

უმაღლესი განათლება მოსკოვის უნივერსიტეტში მიიღო. სტუდენტობის პერიოდში შეუერთდა რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიას. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მუშაობდა ნაფიც ვექილად თბილისში. 1918 წლის ოქტომბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ სომეხთათვის გამოყოფილი კვოტით შევიდა პარლამენტში, წევრად დაასახელა რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიამ. სომხეთ-საქართველოს 1918 წლის ომის პერიოდში გამოირჩეოდა ანტიქართული მოქმედებებით. 1918 წლის დეკემბერში პარლამენტის სხდომაზე დადგა მისი და მის თანაპარტიელ თუმანოვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ბრალად ედებოდა, მცხეთაში, ძეგვის ხიდზე მოწყობილი ტერორისტული აქტის შემსრულებლებთან კავშირი. დააპატიმრეს კონტრრევოლუციური საქმიანობისათვის. ბრალად ედებოდა, რომ იყო ამიერკავკასიის ესერთა ცენტრის ხელმძღვანელი და ეწეოდა აქტიურ ძირგამომთხრელ საქმინობას 1938 წლის ჩათვლით. ბრალდებულმა თავი ცნო დამნაშავედ. დახვრიტეს 1938 წელს. სოციალისტ-რევოლუციონერი.

წყარო: სტალინური სიების საქართველოდან: nplg.gov.ge; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.178

Member of Organizations

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭო (პარლამენტი), წევრი

Share: