The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია თევზაძე

დაბადების თარიღი:6 თებერვალი, 1881  (144 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მუხაყრუა, ქუთაისის მაზრა.

დაიბადა მედავითნის ოჯახში. 1887-1896წწ. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1899 წელს სწავლა განაგრძო ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, სადაც დაუახლოვდა "მესამედასელ" მოსწავლეთა წრეს. ქუთაისში სწავლის დროს 1903-1904წწ. მონაწილეობას იღებდა რევოლუციურ საქმიანობაში, რის გამოც დაითხოვეს სემინარიიდან. 1904 წელს შეუერთდა სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიას. 1904 წელს სწავლა დაიწყო თბილისის სასულიერო სემინარიაში, თუმცა პოლიტიკური საქმიანობის გამო, "მგლის ბილეთით" დაითხოვეს. 1905 წელს მასწავლებლად მუშაობა დაიწყო სოფელ დაფნარის სამრევლო სკოლაში, თუმცა, თბილისის სასულიერო სემინარიის ყოფილი რექტორის ნიკანდრეს საჩივრის საფუძველზე დაითხოვეს. შემდგომში ცხოვრობდა არალეგალურად, არჩეული იყო ესერთა პარტიის საგუბერნიო კომიტეტში. 1905 წელს იყო იმერეთში მოქმედი ესერთა წითელი რაზმის მეთაური. 1906 წელს გაძლიერებული რეპრესიების გამო საქართველო დატოვა და ყაზანში გადავიდა, სადაც სწავლა დაიწყო ყაზანის უნივერსიტეტში. 1907 წელს მონაწილეობა მიიღო სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ლონდონის ყრილობაში. 1910 წელს დაასრულა უნივერსიტეტი და მუშაობა დაიწყო ქუთაისის სასამართლოში. 1914 წლიდან ნაფიცი-ვექილის თანაშემწედ მუშაობდა სამტრედიაში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ეკავა სამტრედიის რაიონის კომისრის თანამდებობა. იყო სხვადასხვა კომიტეტის წევრი ესერთა პარტიიდან. 1917 წელს აირჩიეს ქუთაისის ქალაქის გამგეობის წევრად, შემდგომ კი - ქალაქის თავის ამხანაგად. 1918 წელს აირჩიეს პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად. სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის სიით გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი. 1919 წლის თებერვალში საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის სიით კენჭს იყრიდა დამფუძნებელი კრების არჩევნებში, თუმცა მანდატი ვერ მოიპოვა, იყო საარჩევნო სიის მე-8 ნომერი. საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ ცნობები არ მოიპოვება. ქართველი სოციალისტ-რევოლუციონერი. ნაფიცი ვექილი. 

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.194

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭო (პარლამენტი), წევრი

გააზიარე: