The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეონ თუმანოვი

დაბადების თარიღი:11 ოქტომბერი, 1890
გარდაცვ. თარიღი:10 ივნისი, 1938  (47 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი. ეროვნებით სომეხი. დაიბადა ბანკის დირექტორის, თბილისელი თავადის, გიორგი თუმანოვის ოჯახში.  მუშაობდა ნაფიცი ვექილის თანაშემწედ. სტუდენტობის პერიოდში შეუერთდა რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიას. პოლიტიკური საქმიანობის გამო 1911 წელს ოხრანკამ დააპატიმრა. რუსეთის თებერვლის რევოლუციის შემდეგ აგრძელებდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. 1917 წელს არჩეულ იქნა კავკასიის ფრონტის ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. რუსეთის დამფუძნებელი დუმის არჩევნებში კავკასიის ესერთა სიის მე-3 ნომერი იყო და დუმაში აირჩიეს. 1918 წელს აირჩიეს თბილისის ქალაქის საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგად. 1918 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, სომეხთათვის გამოყოფილი კვოტით შევიდა პარლამენტში. სომხეთ-საქართველოს 1918 წლის ომის პერიოდში გამოირჩეოდა ანტიქართული მოქმედებებით. 1918 წლის დეკემბერში პარლამენტის სხდომაზე დადგა მისი და მისი თანაპარტიელის, თარხანოვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ბრალად ედებოდა მცხეთაში, ძეგვის ხიდზე მოწყობილი ტერორისტული აქტის შემსრულებლებთან კავშირი. საბჭოთა პერიოდში ცხოვრობდა რუსეთში, მუშაობდა ჯერ სამეცნიერო მიმართულებით, ხოლო შემდეგ - საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიაში. დააპატიმრეს კონტრევოლუციური საქმიაობისათვის. ბრალად ედებოდა, რომ იყო არალეგალური "ამიერკავკასიის ესერთა ბიუროს“ ხელმძღვანელი, უშუალო კავშირი ჰქონდა საკავშირო კ/რ ცენტრთან, ეწეოდა ინტენსიურ საქმიანობას და იყო საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ ტერაქტების მომზადების საქმის კურსში. 1938  წელს დახვრიტეს.

წყარო: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.198; hrono.info

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭო (პარლამენტი), წევრი

გააზიარე: