შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჯინჯოლია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ოქტომბერი, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1949 წელს. მუშაობდა ქ. დნეპროპეტროვსკის სამგზავრო ვაგზლისა და მდინარე ორიარუსიანი, გიგანტური თაღოვანი რკინაბეტონის ხიდის (ქ. ზაპოროჟიესთან) მშენებლობაზე; სარკინიგზო ჯარებში სამსახურის დროს (დასავლეთ უკრაინაში) ხელმძღვანელობდა სარკინიგზო ხაზების და რიგი სამოქალაქო, თუ თავდაცვითი ობიექტების მშენებლობას; მუშაობდა სასაზღვრო ჯარების საპროექტო ორგანიზაციაში, საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტსა და საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტში უფროს ინჟინრად, მთავარ სპეციალისტად, განყოფილების უფროსად, კომიტეტის კოლეგიის წევრად და სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს წევრად; სახელმწიფო კომიტეტისა და მშენებლობის სამინისტროს გაერთიანების შემდეგ იყო საქართველოს არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტროს გამომცემლობა "ხუროთმოძღვრება და მშენებლობის" დირექტორი და ამასთანავე ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელი; არის 20-მდე სამშენებლო ნორმისა და წესის, ასევე რამდენიმე სამეცნიერო-ტექნიკური წიგნის ავტორი; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საუწყებო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.750 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |