შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ჯიტავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე. დაამთავრა ხარკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქი მშენებლობის სპეციალობით 1957 წელს. სახელმწიფო განაწილებით სამუშაოდ გაიგზავნა ქ. მაგადანში; 1957-1961წწ. მუშაობდა ქალაქის საბინაო მშენებლობის სამმართველოს ტექნიკური განყოფილების უფროსად, ხოლო შემდგომ ამავე სამმართველოს მთავარ ინჟინრად; სამშეობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა საკავშირო დაქვემდებარების ჰიდრომექანიზაციის ტრესტში მმართველის მოადგილედ; 1966-1974წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N11 და N53 მოძრავ მექანიზებული კოლონების უფროსი; 1975 წელს საქართველოს მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ოჩამჩირის რაიონში საქართველოს სსრ სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტის ჩამოყალიბების შემდეგ ტრესტის მმართველის თანამდებობაზე დაინიშნა; მისი ხელმძღვანელობით აშენდა და საექსპლუატაციოდ გადაიცა არაერთი სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტი, მათ შორის: კომბინირებული საკვების ქარხანა და მეფრინველეობის ფაბრიკები ოჩამჩირეში, კინდღში, მერხეულში, ჩაის ფაბრიკები და მეცხოველეობის ობიექტები გაგრაში, ოჩამჩირეში, გამწმენდი ნაგებობები ოჩამჩირეში, პოლიკლინიკა-საავადმყოფოები და საცხოვრებელი კომპლექსი ოჩამჩირის, გულრიფშის, გალის, გუდაუთის რაიონებში და სხვა; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ჯილდოებით, არაერთგზის იყო არჩეული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და ოჩამჩირის რაიონული საბჭოს დეპუტატად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.750-751 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |