Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოლომონ ალანია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ზუგდიდის მაზრა. 1905 წლის მიწურულს, გლეხთა მრავალრიცხოვან მიტინგებზე ხშირად ლაპარაკობდა, რომ არსებული წყობილება უნდა მოისპოს, მთავრობა დაემხოს, გლეხებმა შეწყვიტონ სახელმწიფო გადასახადების გადახდა და ჯარში წასვლა, სახელმწიფო განაგოს ყველა მოქალაქის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, მიწა მიწის მუშებს დაუბრუნდეს (რადგან მიწა უსამართლოდ მიეკუთვნათ მემამულეებს) და სხვ. ყველა ამის შესასრულებლად, შეიარაღებულ აჯანყებას თვლიდა. "ზუგდიდის რესპუბლიკის" საქმისათვის 1907 წელს პასუხისგებაში მისცეს. სასამართლო პალატამ 1908 წლის 12-16 სექტემბერს ციმბირში გადასახლება მიუსაჯა. გაიგზავნა ვერხოლენსკის მაზრაში, სოფელ მანზურკაში. გარდაიცვალა იქვე. რევოლუციონერი, პროპაგანდისტ-აგიტატორი, სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის წევრი, რევოლუციური მოძრაობის აქტიური წევრი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.102
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |