შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოანე ალექსი-მესხიშვილი![]()
ბიოგრაფიაიოანე ალექსი-მესხიშვილი (XVIII-XIXსს.) მწიგნობარ-გადამწერი, ანჩისხატის დეკანოზი. 1824 თუ 1825 წელს თბილისში შეადგინა ძველი ქართული ხელნაწერი წიგნების გადამწერ-გამავრცელებელთა ჯგუფი (ტარასი არქიმანდრიტი, ეფრემ მღვდელი ალექსი-მესხიშვილი, იაკობ ავალიშვილი და სხვ.). ამ გადამწერთა ჯგუფმა იმ დროს, როცა ქართული ძველი სტამბა გაუქმებული იყო, ხოლო ახალი მოუწყობელი, ქართულ მწიგნობრობას დიდი სამსახური გაუწია, იმით რომ ყველა დარგის წიგნი, რამდენიმე ცალად გადაწერილი, საზოგადოებაში გავრცელდა და მოსპობას გადაურჩა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.111
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |