The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ სვანიძე

თამარ სვანიძე
დაბადების თარიღი:13 ივლისი, 1962  (62 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვაკიჯვარი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა ლიხაურის პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი 1980 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი1987 წელს.

1987-1990წწ. - ოზურგეთის რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანების იურისტ-კონსულტანტი; 1991-1999წწ. - თბილისის ჩუღურეთის რაიონის ადვოკატი; 1999-2005წწ. - ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; 2005-2009წწ. - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 2009-2010წწ. - წყალტუბოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინებული იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში; 2010-2012წწ. - გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინებული იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში; 2012 წლიდან - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე. 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.419; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს: hcoj.gov.ge


გააზიარე: