The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ სვანიძე

თამარ სვანიძე
დაბადების თარიღი:13 ივლისი, 1962  (62 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1987 წელს.

1987-1990 წწ. იყო ოზურგეთის რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანების იურისკონსულტი; 1989-1999 წწ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის ადვოკატი; 1999-2005 წწ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; 2005-2009 წწ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 2009-2010 წწ. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინებული იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში; 2010-2012 წწ. იყო გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინებული იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში; 2012-2017 წწ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 2017 წლიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.419; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდი: hcoj.gov.ge


გააზიარე: