The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ სვიმონიშვილი

მიხეილ სვიმონიშვილი
დაბადების თარიღი:1976  (49 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეწარმე, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ბრუხზალის (შვეიცარია) უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი ვაჭრობის ეკონომიკის სპეციალობით; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს-ინფორმატიკის სპეციალობით; სწავლობდა ციურიხის (შვეიცარია) უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე (1997-1999); გაიარა "სვის ბენკინგ სქულის" კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიანი კურსი 1998 წელს. 

2004-2008 წწ. მუშაობდა საჯარო სამსახურში, 2004 წელს მცირე ხნის მანძილზე იყო თბილისის მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი. იმავე წელს დაინიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრად, 2006-2008 წწ. იყო სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში. 2008 წლიდან კვლავ ბიზნესში მოღვაწეობდა. 1997 წლიდან ხელმძღვანელობს კომპანია შ.პ.ს. "წყალი მარგებელს", რომელიც შვეიცარეილ პარტნიორებთან ერთად დააფუძნა და აწარმოებს მინერალური წყალ - "ნაბეღლავს" და სუფრის წყალ "ბახმაროს".

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.420; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, წევრი

გააზიარე: