შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ იმეხუზლა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბაილეთი, ოზურგეთის მაზრა. დაამთავრა სოფლის ერთკლასიანი სასწავლებელი. სოფლის მასწავლებელმა ბესარიონ ჭიჭინაძემ, მშობლების თანხმობით, რაჭის ორკლასიან სასწავლებელში გაგზავნა. სკოლის დასრულების შემდეგ დარჩა რაჭაში. შეუერთდა არალეგალურ ორგანიზაციას, რომელიც მალევე ჟანდარმერიამ დახურა. დაბრუნდა გურიაში, თუმცა 1880-იან წლებში გადახვეწა მოუწია ოსმალეთში. საბერძნეთსა და სტამბოლში ყოფნის დროს შეისწავლა ენები. იმოგზაურა იტალიასა და საფრანგეთში. აგროვებდა ეთნოგრაფიულ მასალას და დააარსა ამხანაგობა "გეორგია". გადასახლებაში მყოფი, იასე რაჭველის ფსევდონიმით, ქართულ ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა წერილებს, რომლებიც პატრიოტულ სულისკვეთებას უღვივებდა მკითხველთ. 1904 წელს დაბრუნდა საქართველოში, თბილისის თვითმმართველობასთან გზების ქვებით მოპირკეთებასთან დაკავშირებით დადო შეთანხმება. ქვები თავდაპირველად საზღვარგარეთიდან შემოჰქონდა, შემდეგ კი - სოფ. კურსებიდან (ქუთაისის მაზრა). 1907 წელს მუხრანის ხიდის რკინის კონსტრუქციის მშენებლობა დაიწყო, თუმცა დაკისრებული ვალდებულება ვერ შეასრულა. გადავიდა ლაგოდეხში. დაიწყო ხელნაწერი ჟურნალის "ჰერეთი" გამოცემა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდულ პრესაში მისი ფოტოები და თარგმანები იბეჭდებოდა. 1919 წლის მარტში ლაგოდეხში მოულოდნელად გარდაიცვალა. ჟურნალში "თეატრი და ცხოვრება" გამოქვეყნდა გარდაცვალების ნეკროლოგი და მასზე იოსებ არიმათიელის წერილი. მის ხსოვნას ვარდენ ყიფიანმა ლექსი მიუძღვნა. 1920 წლის 24 ივნისს მუშათა ცენტრალურ კლუბში იასე რაჭველის ხსოვნის აღსანიშნავი საღამო გაიმართა - "საღამო სოსიას ღელე". დამსწრეებს სიტყვით იოსებ იმედაშვილმა მიმართა. ლექსები წაიკითხეს მგოსნებმა: ვ. რუხაძემ, იოსებ გრიშაშვილმა, გიორგი ქუჩიშვილმა, დარია ახვლედიანმა და სხვ. იასე რაჭველი არაერთი ლექსის, პოემის, მოთხრობისა თუ რომანის ავტორია. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.203 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |