შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ იმნაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის უმაღლესი სამეთაურო საარტილერიო სასწავლებელი 1976 წელს; უმაღლესი საარტილერიო აკადემია 1986 წელს; სტრატეგიულ სწავლებათა და თავდაცვითი ეკონომიკის კოლეჯი უსაფრთხოების კვლევათა ჯ. მარშალის სახელობის ევროპული ცენტრი 2001 წელს. 1976-1977 წწ. იყო საარტილერიო ბატარეის მართვის ოცეულის მეთაური; 1977-1979 წწ. თვითმავალი საარტილერიო დივიზიონის დაზვერვის უფროსი; 1979-1980 წწ. თვითმავალი საარტილერიო ბატარეის მეთაური; 1980-1983 წწ. თვითმავალი საარტილერიო დივიზიონის შტაბის უფროსი; 1983-1986 წწ. უმაღლესი სამხედრო საარტილერიო აკადემიის მსმენელი; 1986-1987 წწ. ცალკეული ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონის მეთაური; 1987-1990 წწ. თვითმავალი საარტილერიო პოლკის შტაბის უფროსი; 1990-1991 წწ. საქართველოს სამოქალაქო თავდაცვა; 1991-1992 წწ. დაზვერვისა და ეროვნული უშიშროების სამმართველოს საჯარისო დაზვერვის განყოფილების უფროსი; 1992-1993 წწ. საქართველოს შინაგანი ჯარების სარდლის განსაკუთრებულ დავალებათა შემსრულებელი; 1993-1996 წწ. გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1996-1998 წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსი; 1998-1999 წწ. სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი; 1999-2000 წწ. გენერალური შტაბის საბრძოლო მომზადების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2000-2001 წწ. დასავლეთის ოპერატიული მიმართულების სარდლის პირველი მოადგილე; 2001-2002 წწ. სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი; 2002 წელს სახმელეთო ჯარების სარდალი; 2002-2003 წწ. გენერალური შტაბის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი; 2003 წელს გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 2004 წელს საქართველოს გენერალური შტაბის პირადი შემადგენლობისა და სამობილიზაციო დეპარტამენტის უფროსი; 2004-2005 წწ. საქართველოს შინაგანი ჯარების სარდლის პირველი მოადგილე; 2005 წლიდან თადარიგშია; 2013-2016 წწ. სსიპ "დელტას" კონსულტანტის ასისტენტი; 2016 წელს სსიპპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტ რაციული დეპარტამენტის უფროსი; 2016 წლიდან სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი. გენერალი. მიღებული აქვს "სამშობლოს ერთგულებისა და თავდადების I ხარისხის ნიშანი". წყარო: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური: facebook.com; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.170 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |