შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ჯიქია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახუთი, ჩხოროწყუს რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1972 წელს. 1972 წლიდან მუშაობდა საპროექტო-საკვლევაძიებო ინსტიტუტში "ტრანსპროექტი" საგზაო განყოფილების ინჟინრის, უფროსი ინჟინრის, საკვლევაძიებო პარტიის უფროსის, პროექტის მთავარი ინჟინრის, მთავარი სპეციალისტის, განყოფილების უფროსის მოადგილის, ხოლო 1985 წლიდან საგზაო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე; დიდი წვლილი შეიტანა საავტომობილო გზების კვლევა-ძიებისა და დაპროექტების განვითარების, საგზაო ინჟინრების ტექნიკური ცოდნის დონის ამაღლებისა და მაღალკვალიფიციური კადრების აღზრდის საქმეში; მისი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით დაპროექტებულია მრავალი საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთები საქართველოში: "სამტრედია-გრიგოლეთის" 52 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობის, "ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის" 58 კმ ავტომაგისტრალის, "თბილისი-რუსთავის" მაგისტრალური გზის, "თბილისი-სენაკი-ლესელიძის" მაგისტრალური გზის 27-43 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების, "აჭარის შემოვლითი გზების განვითარების პროექტის" ფარგლებში ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის და "ჩაქვი-მახინჯაურის" მონაკვეთის 4-ზოლიანი მაგისტრალის მოდერნიზების, "სენაკი-ფოთი-სარფის" (თურქეთის საზღვარი) მაგისტრალური გზის 89-96 კმ-ებზე მახინჯაურის მონაკვეთისა და გვირაბების მშენებლობის, "ვაზიანი-გომბორის-თელავის" საავტომობილო გზის 1-66 კმ სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების და სხვა მრავალი; დიდი წვლილი აქვს შეტანილი აჭარის მთიანი რეგიონის საავტომობილო გზების ქსელის განვითარებაში; მისი ხელმძღვანელობით დაპროექტებულია არაერთი საავტომობილო გზა ამ რეგიონში, რისთვისაც 1986 წელს დაჯილდოვდა აჭარის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.751-752; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.127 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |