The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ სირაძე

ოთარ სირაძე
დაბადების თარიღი:7 აგვისტო, 1975  (48 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ამბროლაური.

დაამთავრა საქართველოს ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი 1997 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა.

1995-2002 წწ. იყო შპს "ლაბას" დირექტორის მოადგილე; 2002-2003 წწ. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს აპარატის უფროსი; 2003-2004წწ. სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს აპარატის უფროსი; 2004-2005 წწ. საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2005-2008 წწ. პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში; 2008-2013წწ. შპს "მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი" - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2014 წლიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის კოორდინატორი. არის 10 სამეცნიერო სტატიის ავტორი.  

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.422; unm.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • შპს საქართველოს ეროვნული ზარაფხანის სამეთვალყურეო საბჭო, თავმჯდომარე (2004-)

გააზიარე: