შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახა სიხარულიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1984 წელს. 1984-1985წწ. იყო დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხნის გაზეთის კორესპოდენტი; 1985-1987წწ. გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" კორესპოდენტი; 1987-1988წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ისტორიის კათედრის მეცნიერ–თანამშრომელი; 1988-1990წწ. გაზეთ "რესპუბლიკის" პოლიტიკის განყოფილების გამგე; 1990-1991წწ. გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" რედაქტორის პირველი მოადგილე; 1991-1992წწ. გაზეთ "განათლების" მთავარი რედაქტორი. 1992-1994წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის I მდივანი, ნატოს სამმართველოს უფროსის მოადგილე (1994). 1994-1996წწ. საქართველოს კონსული თურქეთში; 1996-1999წწ. საბერძნეთში საქართველოს საელჩოს პოლიტიკური მრჩეველი; 1999-2000წწ. საქართველოს საგარო საქმეთა სამინისტროს ეუთოს სამმართველოს უფროსი, 2000-2001წწ. კულტურისა და ინფორმაციის დეპარტამენტების დირექტორი, 2001-2002წწ. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი - "სფოუქსმენი"; 2002-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, პირველი მოადგილე და"სფოუქსმენი"; საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე (2004); 2004-2005წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის I მოადგილე. 2006 -2007წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთში; 2013-2018წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში; 2021 წლიდან კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე. არის ავტორი მონოგრაფიისა: "ვაჟა ფშაველას პუბლიცისტიკა" (1987). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ვაჟა ფშაველას პუბლიცისტიკა", დაიცვა 1987 წელს. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.424; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.148 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |