შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვანო კაკაბაძე![]()
ბიოგრაფია1890-იანი წლებიდან გამოვიდა სცენაზე. მას შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე თელავის სცენაზე თამაშობდა. ასრულებდა მთავარ როლებს. ეხმარებოდა თბილისიდან თელავში ჩასულ ქართული დრამატული დასის მსახიობებს. ძირითადად, საქველმოქმედო მიზნით მსახურებდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდულ გამოცემებში იბეჭდებოდა მისი ფოტოები. 1918 წლის 8 ივლისს საიუბილეო წარმოდგენა გაუმართეს. თელავის სცენაზე დაიდგა "და-ძმა" - მსახიობების ქ-ნ ბეჟანიშვილის, დ. აწყურელის, პ. კორიშვილის, ბ. ახოსპირელის და რუისპირელის მონაწილეობით. გაიოზის როლს ვანო კაკაბაძე ასრულებდა. სცენისმოყვარე მსახიობი. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.212
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |