The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ილიკო კაკაბაძე

ილიკო კაკაბაძე
Legal name:ილია კაკაბაძე
Date of birth:1869  (155 years)
Date of death:19??
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კუხი, ქუთაისის მაზრა.

განათლება მიიღო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, თუმცა უსახსრობის გამო სწავლის მიტოვება მოუხდა. ახალგაზრდობიდანვე თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, მისი სტატიები ქვეყნდებოდა "კვალში", "ცნობის ფურცელსა" და "შრომაში". სწავლის შეწყვეტის შემდეგ მუშაობდა ჭიათურის შავი ქვის მრეწველობაში. თავდაპირველად დაუახლოვდა "მესამე დასის" ჯგუფებს, 1900 წლიდან კი მიემხრო გიორგი ზდანოვიჩის იდეებს. 1902 წელს ევროპის ეკონომიკის გასაცნობად წავიდა საზღვარგარეთ. ევროპიდან დაბრუნების შემდეგ მონაწილეობა მიიღო მრეწველთა საბჭოს დაარსებაში ზდანევიჩთან ერთად. 1904 წლიდან იყო სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის წევრი, შემდგომში მიემხრო სოციალისტ-რევოლუციონერებს. 1905 წლის რევოლუციის დროს იყო ჭიათურა-ყვირილას პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და პარტიული წითელი რაზმის მეთაური. 1907 წელს დაიჭირეს ჟანდარმებმა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. 1907-1908 წწ. იმყოფებოდა მიმალვაში. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ეწეოდა პარტიულ მუშაობას. 1918 წელს აირჩიეს ქუთაისის ქალაქის ხმოსნად. 1918 წელს საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა სიით გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი. იყო ეროვნული საბჭოს საფინანსო კომისიის წევრი. 1919 წლის თებერვლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში კენჭს იყრიდა საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა სიით. საკანდიდატო სიაში 24-ე ნომერი იყო. ქართველი სოციალისტ-რევოლუციონერი.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 212

Member of Organizations

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭო (პარლამენტი), წევრი (1918-)

Share: