შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ჯიქია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახუთი, ჩხოროწყუს რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1975 წელს. 1975-1984წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1984-1989წწ. ამავე ტრესტის N3 სამშენებლო სამმართველოში მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; 1989-1990წწ. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული კურორტების მართვის სამმართველოს "საქკურორტის" საპროექტო და სამშენებლო-სარემონტო გაერთიანების უფროსის მოადგილე; 1990-1992წწ. კონცერნ "საქკურორტის" ტექნიკურ დირექციაში დირექტორის მოადგილე; 1992-1998წწ. ფირმა "დავით აღმაშენებლის" გენერალური დირექტორი; 1998-2004წწ. სათავეში ედგა შპს "მშრალ თეჯს"; 2004-2006წწ. ქვემო ქართლის რეგიონული მშენებლობის საკონტროლო ორგანიზაციას "არქმშენინსპექციას"; 2007-2008წწ. მუშაობდა ასოციაცია "ატუს" საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 2008 წლიდან იყო ასოციაცია "ატუს" ტექნიკური დირექტორი, გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე; პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე ხელმძღვანელობდა ფრანგული სკოლა-ლიცეუმის მშენებლობას, ეროვნული საჯარო ბიბლიოთეკის III კორპუსის, ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის კორპუსების, თსუ I კორპუსის, ჯ. კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის რეკონსტრუქციასა და აღჭურვას (მთ. არქიტექტორი ლერი მეძმარიაშვილი), ა. გრიბოედოვისა და კ. მარჯანიშვილის სახელობის, მოზარდ მაყურებელთა და მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრების რეკონსტრუქცია-აღჭურვას თბილისში, ამწემშენებელი და ქიმიური ბოჭკოს (II-III-IV რიგების) ქარხნების გაფართოება-რეკონსტრუქციას, კაპროლაქტამის კომპლექსისა და N2 აგლოფაბრიკის მშენებლობას (რუსთავში), მოსწავლე ახალგაზრდობის პარკისა და ბოტანიკური ბაღის რესტავრაცია-რეკონსტრუქციას (ბათუმში), საავადმყოფო, სასტუმრო და სპორტული კომპლექსების მშენებლობას (საჩხერეში), ქალაქის ცენტრის რეკონსტრუქციას, პრომეთეს მღვიმის კომპლექსის აღჭურვას (წყალტუბოში); დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული რაგბის განვითარების პროგრამაში (სარაგბო სტადიონების კომპლექსების მშენებლობა თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, მარტყოფსა და ასპინძაში); მონაწილეობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის (მთ. არქიტექტორი ლერი მეძმარიაშვილი) რეკონსტრუქცია-რესტავრაციასა და შეკვეთილის 10000-ადგილიანი საკონცერტო დარბაზის კომპლექსის მშენებლობაში; 1980-1982წწ. არჩეული იყო რუსთავის საქალაქო საბჭოს დეპუტატად; დაჯილდოებულია სსრკ მშენებლობის სამინისტროს საპატიო სიგელით, საქართველოს მინისტრთა საბჭოს I ხარისხის პრემია. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.753-754
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |