The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ ცოტნიაშვილი

ავთანდილ ცოტნიაშვილი
დაბადების თარიღი:1 თებერვალი, 1936
გარდაცვ. თარიღი:9 მაისი, 1998  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ერედვი, ცხინვალის რეგიონი
კატეგორია:კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, პედაგოგი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ერედვი, ცხინვალის რაიონი.

დაამთავრა სამხრეთ ოსეთის პედაგოგიური ინსტიტუტი (შემდგომში ცხინვალის უნივერსიტეტი); სხვადასხვა დროს სწავლობდა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში, გაიარა ასპირანტურის კურსი შოთა რუსთაველის სახლობის ლიტერატურის ინსტიტუტში.
მუშაობდა საქართვლოს კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტში სხვადასხვა პოზიციაზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეულ პროფესორად, ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტად, პროფესორად (1975-1998) და სხვა. აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ, ოსურ და რუსულ პერიოდულ გამოცემებთან და ინტენსიურად ბეჭდავდა სამეცნიერო-პუბლიცისტურ წერილებს, სამხერთ ოსეთის საოლქო რადიოს ხშირი რესპონდენტის რანგში აშუქებდა საკუთარი კვლევის შედეგებს. გამორჩეული ორატორი ხშირად გამოხატავდა საკუთარ პატრიოტულ პოზიციას საზოგადოებრივ ღონისძიებებზე, მათ შორისაა რუსთაველის საზოგადოების ყრილობაზე (ფილარმონია) მისი გამოსვლა გართულებული ქართულ-ოსური ურთიერთობების ფონზე. ცხოვრების დიდი ნაწილი მიუძღვნა ქართული ფოლკლორისა და ლიტერატურის, ქართულ-ოსური ურთიერთობების მიმართულებებით კვლევით საქმიანობას. მისი პუბლიცისტური მოღვაწეობის ძირითადი ნაწილი მიეძღვნა ქართულ-ოსურ ლიტერატურულ ურთიერთობებს, რაც გადმოცემულია მის სადისერტაციო ნაშრომსა და წიგნებში. პროფესორი, ლიტერატურის კრიტიკოსი.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: