The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ მღვდელი

ოფიციალური სახელი:იოსებ ამირიძე
სხვა სახელი:ქეშიშ დარდი-მანდი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:18??
კატეგორია:მომღერალი, მსახიობი, პოეტი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

ამერიძე, იოსებ მღვდელი, იგივე ქეშიშ დარდი-მანდი (XVIII-XIX სს.) იყო მოლექსე-მოძღვარი და მსახიობი. მონაწილეობდა ერეკლე II-ის დროის თეატრში, როგორც მსახიობი. წერდა ლექსებსაც და მღეროდა კიდეც, მღვდელმთავარი უშლიდა. ამის გამო იოსებ ამერიძეს მღვდელმთავართან ლექსებით პოლემიკაც ჰქონდა. სხვათა შორის, დოსითეოს ეპისკოპოსს ერთ ლექსზე პასუხი ლექსითვე გასცა: "დოსითეოს არქიერი ბელოსა,/ვინ იქნება იმას დაეტოლოსა,/...მე დამიშლის შესვლას პალატასა,/თვით კი მუდამ მოივლის ავლაბარსა" (პალატას ძველად თეატრს უწოდებდნენ).

წყარო:ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.137; ფსევდონიმების ლექსიკონი: nplg.gov.ge


გააზიარე: