Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დათო-არჩილ სულაკაური![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის რესტავრაციის ფაკულტეტი 1973 წელს, ფერწერის ფაკულტეტი 1974 წელს, ქანდაკების ფაკულტეტი 1978 წელს; მოსკოვის სსრკ სარესტავრაციო სახელოსნოს ასპირანტურა. 1978-1979წწ. იყო ომალოს საშუალო სკოლის პედაგოგი; 1978-1982წწ. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II რეფერენტი კულტურის დარგში; 1983-1995წწ. თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის, სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი. 1974 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. არის ავტორი ნამუშევრებისა: "ბიბლიური მოტივები" (1978-1999), "შემოდგომა", "თბილისის ძველი უბანი", "წვიმის შემდეგ", "აკვარიუმი" (I და II), "სიმარტოვე", "სახურავები" (1997-1998); "ტახი", "ბუ" (1997); "საიდუმლო სერობა" (1997), "მოსეს გასვლა წითელ ზღვაში" (ჩიკაგო, 1997), "ქორწილი გალილეის კანაში" (მილუოკის ლუთერის ეკლესია, აშშ 1997); გრაფიკული სერიისა: "ბიბლიური მოტივები" (1975-1999), ნამუშევრებისა ქვაში; სამეცნიერო ნაშრომისა "მხატვრისა და მასალის ურთიერთდამოკიდებულება" (1986); სცენარის ავტორი და მხატვარი 5 თოჯინური ფილმისა; ავტორი კინოსცენარისა "ანემია"; შესრულებული აქვს მთავარი როლი ფილმში "ცეროდენა რაინდები". გამართული აქვს პერსონალური გამოფენები: ლონდონში (1990), თბილისში (1996, 1998-1999), მილუოკში (აშშ 1996); მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში: თბილისი (1990), მოსკოვი (1990), ბელგია (1991), ბარსელონა (1993) რასინი (აშშ, 1995). დაჯილდოვებულია ვისკონსინის კონკურსის პრემიით (აშშ, 1995). მისი ნამუშევრები დაცულია დ. ჯონსონის კოლექციაში (აშშ). წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.429; pepper.ge; ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 96-97 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |