შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დათიკო ამირეჯიბი![]()
ბიოგრაფიადავით (დათიკო) პეტრეს ძე ამირეჯიბი XIX საუკუნის 80-იან წლებში, მუდმივი დასის შექმნის დროს გიორგი გიორგობიანის ("გრეგუარის", შემდეგში ი. ნ. მხეიძის) საპარიკმახეროში მუშაობდა. მუდმივ დასს პროვინციაში გამგზავრებისას დავით ამირეჯიბი მეპარიკედ გაჰყვა და თავისი ხელობით დასის წარმატებას ხელი შეუწყო. იგი ხელობის გასაუმჯობესებლად საზღვარგარეთ წავიდა. მან პირველმა შემოიტანა არტისტი ქალებისათვის თმის ტალღისებური დახუჭუჭება ("ონდოლასიან"). გასაბჭოების შემდეგ ოპერის თეატრში მუშაობდა. ქართული სცენის ერთ-ერთი ამაგდარი მუშაკი, არტისტი, მეპარიკე. წყარო:ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.142
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |