The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დათიკო ამირეჯიბი

ოფიციალური სახელი:დავით ამირეჯიბი
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:18??
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დავით (დათიკო) პეტრეს ძე ამირეჯიბი XIX საუკუნის 80-იან წლებში, მუდმივი დასის შექმნის დროს გიორგი გიორგობიანის ("გრეგუარის", შემდეგში ი. ნ. მხეიძის) საპარიკმახეროში მუშაობდა. მუდმივ დასს პროვინციაში გამგზავრებისას დავით ამირეჯიბი მეპარიკედ გაჰყვა და თავისი ხელობით დასის წარმატებას ხელი შეუწყო. იგი ხელობის გასაუმჯობესებლად საზღვარგარეთ წავიდა. მან პირველმა შემოიტანა არტისტი ქალებისათვის თმის ტალღისებური დახუჭუჭება ("ონდოლასიან"). გასაბჭოების შემდეგ ოპერის თეატრში მუშაობდა. ქართული სცენის ერთ-ერთი ამაგდარი მუშაკი, არტისტი, მეპარიკე.

წყარო:ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.142


გააზიარე: