The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა ცოტნიაშვილი

ზაზა ცოტნიაშვილი
დაბადების თარიღი:26 ივლისი, 1971  (52 წლის)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

დაამთავრა ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებელის კვალიფიკაციით 1993 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის განხრით 1996 წელს;მართვის ევროპული უმაღლესი სკოლა ESM-თბილისი მენეჯმენტის საფუძვლების და ადმინისტრირების სპეციალობით (სასერტიფიკატო პროგრამა) 2007 წელს.

1995–1997 წწ. მუშაობდა ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის კათედრასთან არსებული ლიტერატურის წრის ხელმძღვანელად; 1995–2005 წწ. გაზეთ "შიდა ქართლის" რედაქციის პასუხისმგებელ მდივნად; 1998–2000 წწ.  ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის სწავლულ მდივნად; 2000–2005 წწ. იყო ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგია-ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი; 2002 წელს ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის პუბლიცისტური ჟურნალის "ახალგაზრდა ჟურნალისტის" გამოცემის ხელმძღვანელი; 2005 წელს  ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი; 2006–2007 წწ.ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2007 წელს ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 2007–2008 წწ. სსიპ-გორის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2008-2010: სსიპ-გორის უნივერსიტეტის რექტორი; 2009–2010 წწ. გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის კოორდინატორი; 2010 წლიდან რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის ექსპერტი; 2010 წელს სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი პოლიტიკურ მეცნიერებაში (გორის უნივერსიტეტი); 2010-2011 წწ. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი (სდასუ); 2011 წელს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი (სდასუ); 2011–2014 წწ. მედიის სკოლის დეკანი, რექტორის მოადგილე (სდასუ); 2014-2015 წწ. საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" გადაცემის "მედია ოკუპირებულ ტერიტორიაზე" თანაწამყვანი; 2016 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს რადიო "ივერიისა" და განათლების სახლის ერთობლივი გადაცემის "ჩვენი ცხინვალი" ავტორი და წამყვანი; 2016 წლიდან Deutsche Welle Akademie-სა და ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო სამცნიერო კონფერენციის "მედია, სამართალი და ეთიკა : თავისუფლება საზღვრებს გარეშე?" მოდერატორი; 2018 წლიდან ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში; ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას: 1995 წლიდან კითხულობს ლექციების კურსს: 
ფოლკლორის, უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის, მედიამენეჯმენტის, მენეჯმენტის საფუძვლების, საზღვარგარეთის ჟურნალისტიკის ისტორიის, საერთაშორისო კონფლიქტების ანალიზის, მედია და კონფლიქტი,  პოლიტიკა და მასმედია სწავლება ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე - ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გორის უნივერსიტეტში, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში. 2009-2010 წწ. გორის უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 2014 წელს მოწვეული პროფესორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში; 2014-2018 წწ. მოწვეული პროფესორი, სრული პროფესორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში; 2010 წლიდან მოწვეული პროფესორი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში; 2014 წლიდან მოწვეული პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2016 წლიდან ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მოწვეული ლექტორი კონფლიქტების გაშუექების მიმართულებით; 2018 წლიდან სრული პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. არის 3 მონოგრაფიის, 27 სამეცნიერო სტატიის, ორას ათეულზე მეტი პუბლიცისტური წერილის ავტორი, ეწევა ნაყოფიერ მთარგმნელობით საქმიანობას.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "XX საუკუნის 90-იანი წლების ქართული ნოველა" (ლიტერატურა), დაიცვა 1998 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართულ-ოსური ურთიერთობის ასახვა პრესაში XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე (პუბლიცისტური ასპექტები)" (ჟურნალისტიკა), დაიცვა 2005 წელს.
წყარო: zazatsotniashvili.blogspot.com; გორის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდი: gu.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • განათლების სახლი, დამფუძნებელი, მთავარი მენეჯერი (2012-)
  • კავკასიის დემოკრატიის განვითარების ცენტრი, დამფუძნებელი, დირექტორი (2015-)
  • საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადაემია, აკადემიკოსი (2008-)
  • საქართველოს პოლიტიკური მეცნიერების ასოციაცია, ნამდვილი წევრი (2012-)
  • საქართველოს პრეზიდენტის შიდა ქართლის რწმუნებულთან არსებული საზოგადოებრივი საბჭო, წევრი (2005-)
  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1996-)
  • შიდა ქართლის ჩოგბურთის ფედერაცია, პრეზიდენტი (2010-2010)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: