შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იასტო ანდრონიკაშვილი (არქიმანდრიტი)![]()
ბიოგრაფიაXVIII საუკუნეში, თავის მიერ აღზრდილ მოწაფე-მოძღვრებთან ერთად, სასკოლო საქმის აღორძინებას უწყობდა ხელს. აღზარდა სკოლის მოძღვარნი: იოანე კალოუბნელი, ნიკოლოზ ხელაშვილი, ზაქარია ლალახანაშვილი, გაიოზ რექტორი და სხვ. მონაწილეობდა 1804 წლის მთიულეთის ამბოხებაში (ხალხს სპარსეთის შაჰის ფირმანებს უკითხავდა მეფის რუსეთის წინააღმდეგ, მათი გაჟლეტვის შესახებ მოუწოდებდა და მეამბოხეებს ეხმარებოდა). მღვდელმსახურების დროს რუსეთის იმპერატორის ნაცვლად ქართველ ბატონიშვილებს-ალექსანდრესა და ფარნაოზს იხსენიებდა. 1804 წელს მეფის მთავრობამ ფარნაოზ ბატონიშვილთან ერთად შეიპყრო და პერმში გადაასახლეს, იმპერატორმა შეიწყალა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ 1812 წლის კახეთის ამბოხებაშიც მიიღო მონაწილეობა. არის ავტორი წიგნისა "იდუმალებათა სკივრი". სწავლა-განათლების გამავრცელებელი, ეროვნული დამოუკიდებლობის დამცველი, ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი, მღვდელ-მონაზონი. იასტო არქიმანდრიტი არის მიხო მოსულიშვილის რომანის "უჟამო ჟამის რაინდი" ერთ-ერთი პერსონაჟი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.154; nplg.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |