The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იასტო ანდრონიკაშვილი (არქიმანდრიტი)

Other name:იოსტო
Date of birth:17??
Date of death:1823
Category:Educator, Religious leader

Biography

XVIII საუკუნეში, თავის მიერ აღზრდილ მოწაფე-მოძღვრებთან ერთად, სასკოლო საქმის აღორძინებას უწყობდა ხელს. აღზარდა სკოლის მოძღვარნი: იოანე კალოუბნელი, ნიკოლოზ ხელაშვილი, ზაქარია ლალახანაშვილი, გაიოზ რექტორი და სხვ. მონაწილეობდა 1804 წლის მთიულეთის ამბოხებაში (ხალხს სპარსეთის შაჰის ფირმანებს უკითხავდა მეფის რუსეთის წინააღმდეგ, მათი გაჟლეტვის შესახებ მოუწოდებდა და მეამბოხეებს ეხმარებოდა). მღვდელმსახურების დროს რუსეთის იმპერატორის ნაცვლად ქართველ ბატონიშვილებს-ალექსანდრესა და ფარნაოზს იხსენიებდა. 1804 წელს მეფის მთავრობამ ფარნაოზ ბატონიშვილთან ერთად შეიპყრო და პერმში გადაასახლეს, იმპერატორმა შეიწყალა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ 1812 წლის კახეთის ამბოხებაშიც მიიღო მონაწილეობა. არის ავტორი წიგნისა  "იდუმალებათა სკივრი".  სწავლა-განათლების გამავრცელებელი, ეროვნული დამოუკიდებლობის დამცველი, ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი, მღვდელ-მონაზონი. იასტო არქიმანდრიტი არის მიხო მოსულიშვილის რომანის "უჟამო ჟამის რაინდი" ერთ-ერთი პერსონაჟი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.154; nplg.gov.ge


Share: