შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალი ჰაიდარ კარაევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: შემახი (აზერბაიჯანი). დაწყებითი და საშუალო განათლება მიიღო შემახის რეალურ სასწავლებელსა და ბაქოს რუსულ სკოლაში. სწავლობდა ნოვოჩერკასსკის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, თუმცა სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო გარიცხული იქნა ინსტიტუტიდან. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო შემახის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარე. 1918 წლის ოქტომბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტში აზერბაიჯანელთათვის გამოყოფილი კვოტით გახდა პარლამენტის წევრი. 1918 წლის 5 ნოემბრის სხდომაზე მოითხოვა მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერება, რადგანაც არ იცოდა ქართული ენა და ვერ იღებდა მონაწილეობას კანონშემოქმედებითობაში. მისივე განცხადებით, არ უნდოდა მოეტყუებინა ის ადამიანები, ვინც პარლამენტის წევრად დაასახელა. 1919-1920წწ. იყო აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს წევრი. სოციალ-დემოკრატიული ფრაქციას "ჰუმეტის" ლიდერი. აზერბაიჯანის პარლამენტში ყოფნისას გამოირჩეოდა სომხეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების და დათმობის პოლიტიკის ლობირებით, რის გამოც მმართველი "მუსავატის" პარტია და მისი ლიდერები მოღალატედ მოიხსენიებდნენ. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის გასაბჭოებისას ბოლშევიკთა მხარე დაიკავა და მალევე დაწინაურდა. იყო აზერბაიჯანის რევკომის წევრი, აზერბაიჯანულენოვანი "კომუნისტის" რედაქტორი, შემდგომში გახდა შრომის სახალხო კომისარი, მოგვიანებით კი - სამხედრო და საზღვაო საქმეთა კომისარი. იყო ბაქოს ქალაქის აღმასკომის მდივანი. ბერიას რეკომენდაციითა და სტალინის ბრძანებით, როგორც შპიონაჟში ბრალდებული, დააპატიმრეს და დაახვრიტეს ბაქოში. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკისა და საბჭოთა აზერბაიჯანის პოლიტიკური მოღვაწე. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.215 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |