შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ კლიმიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მჭადისჯვარი, დუშეთის მაზრა. განათლება მიიღო თბილისის ალექსანდრეს სახელობის საოსტატო სასწავლებელში, თუმცა მისი დასრულება ვერ შეძლო. პროფესიით სახალხო მასწავლებელი. მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებებში მოანგარიშედ. იყო სახალხო იაფფასიანი წიგნის მაღაზიის გამგე. ახალგაზრდობაშივე შეუერთდა მემარცხენე ახალგაზრდებს, გახდა ფილოქსერას ჯგუფის წევრი. მუშაობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გომარეთის სკოლაში. 1898-1900წწ. მუშაობდა "კვალის", "ცნობის ფურცლისა" და "მოამბის" კორექტორად. 1901 წლდან მუშაობდა რკინიგზის სახელოსნოში, აქტიურად იყო ჩართული მუშათა გამოსვლებში. 1903 წელს დაიჭირეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. 1905 წლის მოვლენების შემდეგ დაითხოვეს რკინიგზის სახელოსნოდან. 1905-1908წწ. ცხოვრობდა არალეგალურად კავკასიასა და რუსეთში. 1908 წელს დაიჭირეს გორში და გადაასახლეს პერმში. 1916 წელს დაიჭირეს და გადაასახლეს ირკუტსკში. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. შეუდგა აქტიურ პარტიულ საქმიანობას. იყო დუშეთის მაზრის კომისარი. 1918 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით გახდა ეროვნული საბჭოს წევრი. იყო ეროვნული საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და სარწმუნოების საქმეთა კომისიის წევრი. ქართველი სოციალ-დემოკრატი. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.230-231 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |