| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ კლიმიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მჭადისჯვარი, დუშეთის მაზრა. განათლება მიიღო თბილისის ალექსანდრეს სახელობის საოსტატო სასწავლებელში, თუმცა მისი დასრულება ვერ შეძლო. პროფესიით სახალხო მასწავლებელი. მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებებში მოანგარიშედ. იყო სახალხო იაფფასიანი წიგნის მაღაზიის გამგე. ახალგაზრდობაშივე შეუერთდა მემარცხენე ახალგაზრდებს, გახდა ფილოქსერას ჯგუფის წევრი. მუშაობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გომარეთის სკოლაში. 1898-1900წწ. მუშაობდა "კვალის", "ცნობის ფურცლისა" და "მოამბის" კორექტორად. 1901 წლდან მუშაობდა რკინიგზის სახელოსნოში, აქტიურად იყო ჩართული მუშათა გამოსვლებში. 1903 წელს დაიჭირეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. 1905 წლის მოვლენების შემდეგ დაითხოვეს რკინიგზის სახელოსნოდან. 1905-1908წწ. ცხოვრობდა არალეგალურად კავკასიასა და რუსეთში. 1908 წელს დაიჭირეს გორში და გადაასახლეს პერმში. 1916 წელს დაიჭირეს და გადაასახლეს ირკუტსკში. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. შეუდგა აქტიურ პარტიულ საქმიანობას. იყო დუშეთის მაზრის კომისარი. 1918 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით გახდა ეროვნული საბჭოს წევრი. იყო ეროვნული საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და სარწმუნოების საქმეთა კომისიის წევრი. ქართველი სოციალ-დემოკრატი. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.230-231 Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

