The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია ანდრონიკაშვილი

სხვა სახელი:ილო  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1875
გარდაცვ. თარიღი:1918  (43 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კარდენახი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი.

ხარკოვის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტზე სწავლის დროს სტუდენტთა სათვისტომოებში მუშაობდა, ზაფხულში სოფელ კარდენახსა და წრომში (ქართლი) სცენისმოყვარეთა წრეებს ხელმძღვანელობდა და უფასო, სახალხო და საქველმოქმედო წარმოდგენებს მართავდა. ქ. ბაქოს საქალაქო ექიმად მუშაობის დროს, მეფის საწინააღმდეგო სიტყვის წარმოთქმისათვის შავრაზმელებმა ცემეს, ხოლო მთავრობამ კახეთში გადაასახლა, სადაც გლეხობას უფასოდ მკურნალობდა, ამავე დროს, აგრარულ მოძრაობაში აქტიურად მონაწილეობდა (სიღნაღში გამართულ თავად-აზნაურთა საჯარო კრებაზე უარი თქვა თავადის უპირატესობაზე, რის გამოც თავად-აზნაურები გადაეკიდნენ, ხოლო მეფის მთავრობამ საქართველოდან გააძევა). დაწერა იუმორისტული მოთხრობები ილოს ფსევდონიმით: "პრანჭიები" ("თეატრი და ცხოვრება", 1916, №20, 22,23), "ვიშ, ქაა" ("თეატრი და ცხოვრება", 1917, №9,10,15, 16). საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.155


გააზიარე: