The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია სულხანიშვილი

მაია სულხანიშვილი
დაბადების თარიღი:1964  (61 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უირდიული ფაკულტეტი 1997 წელს.

1987 წელს მუშაობდა თბილისის კიროვის რაიონის სასამართლოს სტაჟიორ-მოსამართლედ; 1988-1990წწ. მუშაობდა 28-ე სახელმწიფო სანოტარო კანტორის ნოტარიუსად; 1990-1991წწ. მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეთა სამართლებრივი მომსახურების განყოფილების სამმართველოს განყოფილების უფროსად; 1992 წელს დაინიშნა იუსტიციის სამინისტროს მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების რესპუბლიკური კურსების დირექტორად; 1993-1996წწ. მუშაობდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტში ჯერ იურიდიული განყოფილების უფროსად, შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარის მრჩევლად; 1996-1999წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცერლარიაში საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი სამსახურის რეფერენტად; 1999 წელს მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამართლედ; 2002-2012წწ. იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მოსამართლე; 2015 წლის მაისიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.431; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭო, თავმჯდომარე (2006-)
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, წევრი (2006-2007)

გააზიარე: