შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პაატა სურგულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1980 წელს, ასპირანტურა 1983 წელს. 1983-1984წწ. იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სტაჟიორი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის უმცროსი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1987-1992წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1989-1995წწ. საქართველოს ახალგაზრდა ისტორიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი; 1990-1991წწ. საქართველოს პარლამენტის დემოკრატიული აღმშენებლობისა და პოლიტოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-1994წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის სამეცნიერო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-1995წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის დოქტორანტი; საქართველოს მოქალაქეთა კავშირის სამდივნოს პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სათათბიროსთან არსებული ბალტიისპირეთის, შავი ზღვის ქვეყნებისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კომისიის თავმჯდომარე; 1995-1996წწ. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფო ბიუროს სახელმწიფო მრჩეველი; 1996 წლიდან საქართველოს პარლამენტის მუდმივი წარმომადგენელი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საპარლამენტო ასამბლეაში, გენერალური მდივნის მოადგილე. სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს საქართველოს, სამხრეთ კავკასიის, ირანის, რუსეთის, ახლო აღმოსავლეთის ახალი და თანამედროვე ისტორიის საკითხები. არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და წიგნის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის: "საქართველოს ისტორია" (1991, თანაავტორი); "ეროვნული კულტურის კერა" (1988); "ქართული პარლამენტის სათავეებთან" (1991); "ირანის ისლამური რესპუბლიკა" (1990). არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრემიისა და მედლის (1974) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერებათა პრემიის (1986) ლაურეატი. ისტორიკოსი-აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის აკადემიური დოქტორი. პაატა სურგულაძე 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თანამედროვე ისლამური სახელმწიფო: თეორია და პრაქტიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკის მაგალითზე", დაიცვა 1985 წელს. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.432; 1tv.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |