შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსი არაბული![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გომბორი, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1972 წელს. 1973-2000წწ. ეწეოდა პარტიულ, სამეურნეო, პედაგოგიურ საქმიანობას: 1973-1981წწ. იყო ალკკ საგარეჯოს რაიკომის ინსტრუქტორი, პირველი მდივანი; 1982-1985წწ. საგარეჯოს რაიონული გაზეთის რედაქტორის მოადგილე, 1986 წლიდან საგარეჯოს N55 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის დირექტორი; საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი N11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქიდან; უზენაესი საბჭოს კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომისიის წევრი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 68 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |