The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ჯიღაური

მიხეილ ჯიღაური
დაბადების თარიღი:29 მაისი, 1932
გარდაცვ. თარიღი:1985  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1955 წელს.

1957-1966წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკად, უფროს ინჟინრად; "ენგურჰესის" მშენებლობაზე ტექნიკური განყოფილების უფროსად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1966-1976წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "ორგტექმშენისა" და საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "საქკვებმშენის" მთავარი ინჟინერი; 1976 წლიდან იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სამშენებლო გაერთიანება "საქმთავარწყალმშენის" ტრესტ "ალაზანმშენის" მმართველი; მონაწილეობდა "ენგურჰესისა" და ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მშენებლობაში; მისი არაერთი კვლევის შედეგი წარმოებაშია დანერგილი; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.755

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: