შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ჯიხვაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ცუცხვათი, ტყიბულის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1957 წელს. 1958 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" სისტემაში, სადაც მუშაობდა სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსად; იყო ტრესტის მთავარი ინჟინერი; 1985-1987წწ. მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა ქ. რუსთავის ზონაში მშენებარე მნიშვნელოვანი სამრეწველო, საბინაო და კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას; იყო რუსთავის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე; არჩეული იყო რუსთავის საქალაქო საბჭოს დეპუტატად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.755 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |