შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გენო ჯობავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი რეჩხოცხირი, გალის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, განაწილებით მუშაობდა სამხედრო ნაწილში N29/39 კაპიტალური მშენებლობის ინსპექტორად; 1965-1978წწ. მუშაობდა "ენგურჰესის" კასკადის მშენებლოლბაზე ვარდნილჰესების მშენებლობის სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად, სამოქალაქო მშენებლობის სამმართველოს უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, "ენგურჰესის" ძალოვანი კვანძის მშენებლობის სამშენებლო სამმართველოს სამეურნეო უბნის უფროსად; 1978 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სამშენებლო გაერთიანება "საქმთავარწყალმშენის" სამშენებლო ტრესტ "კოლხეთმშენის" გალის N20 სამმართველოს უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, ხოლო მისი N1 მოძრავ-მექანიზებულ კოლონად რეორგანიზაციის შემდეგ, იყო კოლონის უფროსი 1993 წლამდე; მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობას, როგორებიც იყო "ენგურჰესის" კასკადის ვარდნის ჰესები, "ენგურჰესის" ძალოვანი კვანძი, უნიკალური მიწისქვეშა სამანქანო განყოფილებით, საცხოვრებელი სახლების და სხვა სოციალური დანიშნულების ობიექტები; კოლხეთის დაბლობის, კერძოდ გალის რაიონის ფარგლებში, დაჭაობებული მიწების სამელიორაციო სისტემების მშენებლობა და სხვა; მიღებული აქვს ჯილდოები და საუწყებო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.755-756
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |