შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით არევაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგირი ფაკულტეტი 1963 წელს. 1966-995წწ. ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას: საქართველოს გეოლოგიის სამმართველოს გეოლოგი, უფროსი გეოლოგი; 1971 წლიდან კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, ჯგუფის ხელმძღვანელი, ლაბორატორიის გამგე, განყოფილების გამგე; საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დამოუკიდებელი მაჟორიტარი N48 ხარაგაულის საარჩევნო ოოლქიდან; 1990-1991წწ. მრეწველობის, ენერგეტიკის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგამბულობის კომისიის წევრი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1992-1995წწ. საქართველოს მრეწველობის მინისტრის მოადგილე. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი; მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 68 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |