შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ჯობავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი საავტომობილო გზებისა და მაგისტრალების მშენებლობის სპეციალობით 1975 წელს. პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე მუშაობდა სოხუმის სახლმშენებელ კომბინატში ოსტატად, საამქროს უფროსად, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის N3 სამშენებლო სამმართველოს უბნისუფროსად, ამავე ტრესტის N6 სამშენებლო სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, სამრეწველო საწარმოთა კომბინატის მთავარ ინჟინრად, ტრესტის საწარმოო-ტექნოლოგიური კომპლექტაციის სამმართველოს უფროსად; იყო სოხუმის სახლმშენებელი კომბინატისა და საპროექტო ინსტიტუტ "საქსოფლმშენპროექტის" სოხუმის ფილიალის მთავარი ინჟინერი; 1995-2002წწ. მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო სტრუქტურებში მრჩევლად, დეპარტამენტის უფროსად; 2010 წლიდან არის სს "ხიდმშენის" სამშენებლო წარმოების მენეჯერი თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის პროექტში; ხელმძღვანელობდა აფხაზეთის ასსრ მთავრობის სახლის, საცხოვრებელი სახლების, ადმინისტრაციული და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას; დაჯილდოებულია საუწყებო საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.756-757 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |