The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რაულ ჯობავა

რაულ ჯობავა
Date of birth:1 January, 1924
Date of death:1985  (at 60 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით.

მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის ოჩამჩირის N5 სამშენებლო სამმართველოს უფროსად, საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს "ფსოუ-სოხუმ-ქუთაისის" მონაკვეთის საავტომობილო გზების მშენებლობის სამმართველოს მთავარ ინჟინრად; იყო წყურგილის ინერტული მასალების ქარხნის დირექტორი, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის მთავარი ინჟინერი, სოხუმის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენპროექტის" სოხუმის ფილიალის დირექტორი; მისი მონაწილეობით აშენდა ხიდები თბილისში (დიდუბის), ოჩამჩირეში (მდ. მოქვზე), ტყვარჩელში (მდ. მახმეზე), საბჭოთაკავშირის თავდაცვის სამინისტროს თოთხმეტსართულიანი დასასვენებელი სახლი (სოხუმში), წყურგილის ინერტული მასალების ქარხანა და სხვა მნიშვნლოვანი ობიექტები. მიღებული აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.757

Awards and Honors

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი
  • აფხაზეთის დამსახურებული მშენებელი

Share: