The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ ჯორბენაძე

გურამ ჯორბენაძე
Date of birth:2 February, 1936  (89 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1958 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზდორპროექტის" თბილისის ფილიალში, სადაც განვლო გზა რიგითი ინჟინრიდან წამყვანი სპეციალისტისა და საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობამდე; 1978 წელს მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს აპარატში, სადაც მუშაობდა საწარმოო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტების მშენებლობის განყოფილების უფროსად, ბინათმშენებლობის მთავარი სამმართველოს უფროსად; საქართველოს მშენებლობის სამინისტროს აპარატში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში კურირებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ზონას და შესაბამისად იქ დისლოცირებულ სამინისტროს სამშენებლო ორგანიზაციებს N6 სამშენებლო ტრესტს, სოხუმის სახლმშენებელ კომბინატს და გაგრის სამშენებლო ტრესტ "კურორტმშენს" (ყოფილი ტრესტი "ბიჭვინთმშენი"); დიდი წვლილი აქვს შეტანილი ავტონომიური რესპუბლიკის საკურორტო და ბინათმშენებლობის ინდუსტრიული ბაზის განვითარების საქმეში, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული მსხვილი საკურორტო კომპლექსებისა და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში; წარმატებული პროფესიული საქმიანობისათვის მიღებული ჰქონდა სხვადასხვა სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.757-758


Share: